სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ნიკოლოზ ბარათაშვილი



პროექტის მთავარი იდეა: გავაცნო ბავშვებს ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება და მისი პოეზიის საუკეთესო ნიმუშები.

პროექტის აქტუალობა: ბავშვები გაეცნოებიან იმ ნაწარმოებებს, რომლებიც პროგრამით არ არის გათვალისწინებული. ჩამოუყალიბდებათ ურთიერთთანამშრომლობითი და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები. შეისწავლიან ინფორმაციის მოპოვების გზებს.

პროექტის მიზნები: ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვება.

მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.

ვადები: ერთი კვირა.

მოსალოდნელი შედეები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები დაინტერესდებიან დამოუკიდებლად როგორ მოიძიონ პოეტის ცხოვრებისეული, ჯერ კიდევ საზოგადოებისთვის უცნობი მასალები.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, კომპიუტერი, სახელმძღვანელო, ბიბლიოთეკა.

პროექტის მსვლელობა:
თემა შევარჩიე მოსწავლეებთან ერთად, მათი ინტერსების გათვალისწინებით.



კლასი დავყავი ორ ჯგუფად და გავუნაწილე დავალებები:
პირველი ჯგუფი _ ინტერნეტიდან მოიძიონ რაც შეიძება მეტი ინფორმაცია ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ.




მეორე ჯგუფი _ მიეცა დავალება, მოიძიონ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიიდან ლექსები, რომელთაც დაისწავლიან და პროექტის პრეზენტაციის დროს წარმოადგენენ.


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ისტორია:

ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია   მსჯელობა ქართულ კულტურ სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ჩამოთვლის ქართული კულტურის ყველაზე მეტად წარმატებულ დარგებს;
  • მსჯელობს ყველაზე მნიშვნელოვანი  ქართული ლიტერატურული და სახვითი ხელოვნების ძეგლების შექმნის ისტორიის და მნიშვნელობის შესახებ;
ქართული:

ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.;
  • იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე  დამყარებული არგუმენტები);
  • მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ.;
  • ამოიცნობს ზეპირ მოხსენებაში პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ თვალსაზრისსა და არგუმენტებს და შეაფასებს, რამდენად დამაჯერებელი და ეფექტურია არგუმენტაცია;
  • ისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და ეთანხმება/არ ეთანხმება, ითვალისწინებს/არ ითვალისწინებს მათ სათანადო არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით.
 პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ცენტერაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: centeradzenana@gmail.com 

Комментариев нет:

Отправить комментарий